ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 36
თარიღი: 2019-04-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N36


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის „ბ“ კორპუსში, მე-2 სართულზე მდებარე, 52,40 კვ.მ. ფართის N66 ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N05.27.05.017.01.01.066) მზია კალანდაძისათვის (პ/ნ 61001042049) 2 წლის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის „ბ“ კორპუსში, მე-2 სართულზე მდებარე, 67,30 კვ.მ. ფართის N73 ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N05.27.05.017.01.01.073) დარეჯან კაკურიასათვის (პ/ნ 61001042464) 2 წლის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ-ლო¬ში (მისამართი: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები