2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის ტერიტორიაზე იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, ასევე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), პარკირების ადგილების (პარკირების სპეციალური ადგილები) განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-19 მუხლის შესაბამისად, თვითმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, ასევე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), პარკირების ადგილები (პარკირების სპეციალური ადგილები) თანახმად დანართისა.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს (ე. ლომაძე) წინამდებარე განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათალისწინებული პარკირების სპეციალური ადგილების კოორდინატთა სისტემაში შესრულებული აზომვითი ნახაზის შედგენა, გარდა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე გათვალისწინებული პარკირების სპეციალური ადგილისა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე