2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11
2019 წლის 25 აპრილი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიცი¬პალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
დამტკიცდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგო¬რიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი შემდეგი მიმართულებით: მოძრაობის სქემა - ახალი ბულვარი - შ. ხიმშიაშვილის ქუჩა (აკვა-პარკი) - რუსთაველის ქუჩა (დელფინარიუმი) - ვაშა-ფშაველას ქუჩა – (ხელოვნების მუზეუმი) ზუბალაშვილის ქუჩა - ბარათაშვილის ქუჩა (ევროპის მოედანი) - მ.აბაშიძის ქუჩა - კ.გამსახურდიას ქუჩა - რუსთაველის ქუჩა (საოცრებათა მოედანი) - გოგებაშვილის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - თამარ მეფის გამზირი - მწვანე კონცხი (ბოტანიკური ბაღი), უკუმიმართულება - იგივე.
მუხლი 2.
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ მარშრუტზე M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების საერთო რაოდენობა განისაზღვროს ხუთი ერთეულით.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე