ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 33
თარიღი: 2019-04-12
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღამასრულებელ ორგანოსა და შპს „NEWLINE“-ს შორის დადებულ, პირობებით გამოცხადებული აუქციონის 2018 წლის 17 მაისის №8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბა¬მისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალი¬ტეტის აღამასრულებელ ორგანოსა და შპს „NEWLINE“-ს შორის დადებულ, პირობებით გამოცხადებული აუქციონის 2018 წლის 17 მაისის №8 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკაშვირებით, რომლის მიხედვით:
ა) ხელშეკრულების 2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს ერთ-ერთი შემდეგი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექ(ებ)ტი: საგამოფენო დარბაზი, უნივერსალური მაღაზია, სავაჭრო ცენტრი, სილამაზის სალონი, ოფისი.“.
ბ) ხელშეკრულებიდან ამოღებული იქნას 2.4. პუნქტი.
გ) ხელშეკრულებიდან ამოღებული იქნას 3.8. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები