ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 32
თარიღი: 2019-04-12
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2019 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებებისა და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №319 დადგენილებისა და „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2019 წლის გეგმა, თანახმად დანართისა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე  სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი 1

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები