2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
მარადი ცეცხლაძის ოჯახისათვის, ამირან აბულაძის ოჯახისათვის, გენადი ქამაშიძის ოჯახისათვის, ლევან ჯაბნიძის ოჯახისათვის, ბადრი დუმბაძის ოჯახისათვის და ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არა-სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №164 განკარგულების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №12 განკარგულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშეს“ მე-19 მუხლისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ გაფორმებული ურთიერთ-შეთანხმების მემორანდუმების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიღებული იქნას „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №12 განკარგულებით გათვალისწინებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებულ ავარიულ, ბარაკულ ან/და ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განმხილველი მუდმივ-მოქმედი კომისიის წინადადება მარადი ცეცხლაძის ოჯახისათვის, ამირან აბულაძის ოჯახი-სათვის, გენადი ქამაშიძის ოჯახისათვის, ლევან ჯაბნიძის ოჯახისათვის, ბადრი დუმბაძის ოჯახისათვის და ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილების სიის დამტკიცების შესახებ, თანახმად კომისიის სხდომის 2012 წლის 13 თებერვლის თანდართული ოქმისა.
2. ქ. ბათუმის მერიის მიერ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების საფუძველზე, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკი-ცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №164 განკარგულებისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2009 წლის 27 თებერვლის საკრებულოს №12 განკარგულების შესაბამისად, მარადი ცეცხლაძის ოჯახისათვის, ამირან აბულაძის ოჯახისათვის, გენადი ქამაშიძის ოჯახისათვის, ლევან ჯაბნიძის ოჯახისათვის, ბადრი დუმბაძის ოჯახისათვის და ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინების განაწილება მოხდეს შემდეგი სიის მიხედვით:
ა) მარადი ცეცხლაძის (პ/№61002016057) ოჯახს „05“ წევრის შემადგენლობით საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №108ბ საცხოვრებელი ბინა (მე-8 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.108ბ) საერთო ფართით 65,40 კვ.მ;
ბ) ამირან აბულაძის (პ/№61002004378) ოჯახს „03“ წევრის შემადგენლობით საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №106ბ საცხოვრებელი ბინა (მე-7 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.106ბ) საერთო ფართით 65,40 კვ.მ;
გ) გენადი ქამაშიძის (პ/№61005006988) ოჯახს „04“ წევრის შემადგენლობით საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №110ბ საცხოვრებელი ბინა (მე-9 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.110ბ) საერთო ფართით 64,90 კვ.მ;
დ) ლევან ჯაბნიძის (პ/№61009004598) ოჯახს „06“ წევრის შემადგენლობით საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №19ბ საცხოვრებელი ბინა (მე-9 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.019ბ) საერთო ფართით 62,90 კვ.მ;
ე) ბადრი დუმბაძის (პ/№61009001934) ოჯახს „07“ წევრის შემადგენლობით საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №98ბ საცხოვრებელი ბინა (მე-3 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.098ბ) საერთო ფართით 65,40 კვ.მ;
ვ) ამირან სურმანიძის (პ/№61009002636) ოჯახს „03“ წევრის შემადგენლობით საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე №104ბ საცხოვრებელი ბინა (მე-6 სართული, მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.104ბ) საერთო ფართით 65,40 კვ.მ;
3. მარადი ცეცხლაძის, ამირან აბულაძის, გენადი ქამაშიძის, ლევან ჯაბნიძის, ბადრი დუმბაძის და ამირან სურმანიძის ოჯახის წევრთა განსაზღვრა (იდენტიფიცირება) მოხდეს ქ. ბათუმის მერიასა და აღნიშნულ პირებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების გაფორმების საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (რ. ჩხაიძე) წინამდებარე განკარგულების აღსრულების მიზნით მოამზადოს და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგინოს განკარ-გულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ამავე პუნქტით გათვალისწი-ნებული საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.
5. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე