ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 27
თარიღი: 2019-03-22
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„ქალაქ ბათუმში, დაბა ჩაქვში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ბათუმში, დაბა ჩაქვში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N14 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტით თანდართული სიტუაციური გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განკარგულებაზე თანდართული სიტუაციური გეგმით.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები