2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „ხელოვანთა ხელშეწყობა“, ღონისძიების „საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო/სამეცნიერო პროექტებში მონაწილეთა დაფინანსება“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის №9 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „ხელოვანთა ხელშეწყობა“, ღონისძიების „საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო/სამეცნიერო პროექტებში მონაწილეთა დაფინანსება“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 იანვრის №9 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ქვეპროგრამის „ხელოვანთა ხელშეწყობა“ ღონისძიების „საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო/სამეცნიერო პროექტებში მონაწილეთა დაფინანსება“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი 1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსში გამარჯვებულ პირს აუნაზღაურდება შემდეგი ტიპის ხარჯები: მგზავრობის, ვიზის, დაზღვევის, ცხოვრების (სასტუმრო) და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის დაწესებული სარეგისტრაციო ხარჯები“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე