2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში ფესტივალების განხორციელების, დაფინანსების, ანგარიშგების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №74 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი¬ტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში ფესტივალების განხორციელების დაფინანსების, ანგარიშგების წესისა და პირობების შესახებ“ დებულება (დანართი 1);
ბ) ფინანსური და პროგრამული ანგარიშგების ფორმა (დანართი 2).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: