ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 23
თარიღი: 2019-03-05
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) მეორადი სამშენებლო და მეორადი სხვა მასალების სოციალურად დაუცველი, სტიქიით დაზარალებული და სხვა პირებისათვის გადაცემის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) მეორადი სამშენებლო და მეორადი სხვა მასალების სოციალურად დაუცველი, სტიქიით დაზარალებული და სხვა პირებისათვის გადაცემის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N2 განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განკარგულების 2 - 10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაწყვეტილებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) მეორადი სამშენებლო და მეორადი სხვა მასალების სოციალურად დაუცველი, სტიქიით დაზარალებული და სხვა პირებისათვის გადაცემის შესახებ ღებულობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომში - საბჭო). საბჭო გადაწყვეტილებას ღებულობს დაინტერესებული პირის განცხადებისა და კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში სერვის ცენტრის მენეჯერის დასკვნისა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს თანხმობის საფუძველზე.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური აზუსტებს ნამდვილად არსებობს თუ არა საწყობში მოთხოვნილი მეორადი მასალები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ოფიციალური წერილით მიმართავს ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მოთხოვნილი მეორადი მასალების კონკრეტული პირისათვის გადაცემის შესახებ თანხმობის მისაღებად.
4. ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ სწავლობს არსებობს თუ არა საჭიროება მოთხოვნილი მასალები გამოყენებული იქნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს და იმ შემთხვევაში თუ დაადგენს, რომ არ არსებობს საჭიროება და შესაძლებლობა მოთხოვნილი მეორადი მასალები გამოყენებულ იქნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს, გასცემს შესაბამის თანხმობას.
5. ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მიერ თანხმობის გაცემის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შესაბამისი მოკვლევისათვის განცხადებას აგზავნის სერვის ცენტრის მენეჯერთან კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. სერვის ცენტრის მენეჯერი მიმართვის საფუძველზე იკვლევს დაინტერესებული პირის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას, კონკრეტული მასალებით უზრუნველყოფის აუცილებლობასა და სხვა გარემოებებს, რომლებიც საჭიროა საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. სერვის ცენტრის მენეჯერი საბჭოს წარუდგენს დასკვნას (არსებობის შემთხვევაში შესაბამის მტკიცებულებებს) მეორადი სამშენებლო და სხვა მასალებით დახმარების საჭიროების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური სერვის ცენტრის მენეჯერების მიერ მოკვლეული მასალებისა და დასკვნის მათთვის გადაგზავნის შემდეგ, განსახილველად გადასცემს შესაბამის საბჭოს.
7. საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური აგზავნის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის სასაწყობე მეურნეობის განყოფილებასა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
8. საბჭოს მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე მეორადი სამშენებლო და სხვა მასალების საწყობიდან განმცხადებელზე (პირადობის წარმოდგენის შემთხვევაში) გაცემა განხორციელდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
9. საბჭოს სხდომებს შორის პერიოდში შემოსული განცხადებების განხილვის დროს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს განმცხადებლების სიმრავლე და მოთხოვნილი მასალები არ არის საკმარისი საბჭოს მიერ უპირატესობა მიენიჭოს დაბალი სარეიტინგო ქულის სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
10. საბჭო უფლებამოსილია აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით უზრუნველყოს ცალკეული კრიტერიუმებისა და ინსტრუქციების შემუშავება.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები