2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N34 დადგენილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №77 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატალია ზოიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;
ბ) თამაზ სალუქვაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ირაკლი პატარიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
დ) ზურაბ ნაკაიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე;
ე) დიმიტრი ჭეიშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
ვ) მირდატ ქამადაძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;
ზ) ნატალია ძიძიგური (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე;
თ) ნერიმან ცინცაძე (ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე;
ი) რაულ თავართქილაძე (დამოუკიდებელი წევრი) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
კ) არჩილ მამულაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ლ) ლელა სურმანიძე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი;
მ) ნინო კერვალიშვილი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
ნ) თეა ჯანჯღავა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
ო) კახაბერ გუჩმანიძე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;
პ) მაყვალა კვირიკაძე - მეწარმე ქალთა ასოციაციის თავჯდომარე;
ჟ) ნანა ჭანტურია - არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთობა თანადგომისთვის“ (დევნილთა საზოგადოება) თავმჯდომარე;
რ) რამინ მაჭარაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წევრი;
ს) მედეა მიქელაძე - ბათუმის „მეგობრობის სახლის“ თავმჯდომარე;
ტ) თამილა დოლიძე - ბათუმის „გენდერის მედიაცენტრის“ ხელმძღვანელი;
უ) პალინა ჯაღატაშვილი - „სმენის არმქონე/პრობლემების მქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ცენტრი“-ს თავმჯდომარე;
ფ) თამარ გუდავა - „აჭარის კულტურის სააგენტო “ და მასთან არსებული „ბათუმის ქალთა კლუბის“ თავმჯდომარე;
ქ) ბექა მაჭუტაძე - ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბათუმის ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის უფროსი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე