2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ
საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინის
განაწილების სიის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასა-სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №164 განკარგულების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2009 წლის 27 თებერვლის საკრებულოს №12 განკარგულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ მე-19 მუხლისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიღებული იქნას „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №12 განკარგულებით გათვალისწინებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებულ ავარიულ, ბარაკულ ან/და ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წინადადება ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასაცემი ბინის განაწილების სიის დამტკიცების შესახებ, თანახმად კომისიის სხდომის 2012 წლის 27 იანვრის თანდართული ოქმისა.
2. ქ. ბათუმის მერიის მიერ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №164 განკარგულებისა და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სოციალურ-ეკონომიკური განვი-თარების პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2009 წლის 27 თებერვლის საკრებულოს №12 განკარგულების შესაბამისად, ამირან სურმანიძის ოჯახისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე 72,30 კვ.მ. საერთო ფართის საცხოვრებელი ბინა №37 (მე-3 სართული);
3. ამირან სურმანიძის ოჯახის წევრთა განსაზღვრა (იდენტიფიცირება) მოხდეს ქ. ბათუმის მერიასა და ამირან სურმანიძეს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (რ. ჩხაიძე) წინამდებარე განკარგულების აღსრულების მიზნით მოამზადოს და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგინოს ამირან სურმანიძის ოჯახისათვის ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. №107ჟ-ში მდებარე 72,30 კვ.მ. საერთო ფართის საცხოვრებელი ბინა №37-ის (მე-3 სართული) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
5. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე