ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 7
თარიღი: 2019-03-05
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №7


„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats¬ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.132.016020) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : “.
2. დადგენილებით დამტკიცებული „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის
წესი“-ს:
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.“.
ბ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, ქ. ბათუმის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.
გ) მე-12 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მის ნაწილზე (ვიტრაჟი, ფანჯარა და სხვა) რეკლამის, აბრის ან სხვა ნებისმიერი წარწერის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს რეკლამის, აბრის ან სხვა ნებისმიერი წარწერის უშუალოდ განთავსების ადგილის (შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის) ზედაპირის მოცულობის 20 %-ს.“.
დ) მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქ. ბათუმის მერიას ელექტრონულად უნ¬და წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (PDF ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) გაბარიტული ზომებით ფერადი, რეკლამის ფოტომონტაჟი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.“.

მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები