2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენე¬ბისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებუ¬ლოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 24/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-6 მუხლის 6.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.9. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა - 2 (სრზ-2):
ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:
• პარკები;
• ბაღები;
• სკვერები;
• ბულვარები;
• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;
• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;
• მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები და სხვა);
• სპორტული მოედნები;
• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;
• სავაჭრო პავილიონები, კიოსკები;
• ატრაქციონები;
• საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, ელინგები);
• საზოგადოებრივი ტუალეტები;
• სამაყურებლო ობიექტები (ესტრადები, ამფითეატრები, საგამოფენო დარბაზები, კინოთეატრები);
• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (საწვრთნელი ბაზები, სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);
• ზოოპარკები;
• კაფეები, რესტორნები;
• საეკლესიო ობიექტები;
• სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აგარაკები;
• დასვენების ბანაკები და ბაზები;
• დასასვენებელი სახლები;
• სანატორიუმები;
• სასტუმროები;
• მოხუცთა ინტერნატები;
• საავადმყოფოები;
• სამეურნეო ობიექტები (ადმინისტრაციის შენობები; საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები);
• ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (არაუმეტეს 3 სართულისა და 12 მეტრი სიმაღლისა).“.
2. დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 600 კვ.მ-ს, ასევე, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 600-1200 კვ.მ.-ს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 50 %-ით, ხოლო იმ მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 1200-1800 კვ.მ-ს - შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით; 1800-2500 კვ.მ. - იმ ზონისათვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზ¬ღვრული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
6. დაუშვებელია ხელმეორედ იქნეს განხილული საკითხი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდის თაობაზე იმავე მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც უკვე განხორციელდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართის 40 %-ით ან/და მეტი ოდენობით გაზრდა.“.
3. დადგენილების მე-151 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ავტომანქანების პარკირებისათვის საზოგადოებრივ საქმიან ზონაში 150 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 180 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე არანაკლებ 1 ავტომანქანა, ასევე, სასტუმრო დანიშნულების ობიექტებისათვის (მათ შორის მცირე დროით დამკავებელთათვის) ნებისმიერ ფუნქციურ ზონაში 200 კვ.მ-ზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის საანგარიშო ფართზე - არანაკლებ 1 ავტომანქანა.“.
მუხლი 2.
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე