2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში და სკვერში აიკრძალოს მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება.
2. წინამდებარე დადგენილების 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ან/და უფლებამოსილი პირის განსაზღვრა.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე