ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 0
თარიღი: 2019-03-05
ტიპი:
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება (შუამდგომლობა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

2019 წლის 5 მარტი
ქალაქი ბათუმი

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წერილობით მომართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე, იმ მოტივით, რომ 2011 წელს ამ ორ მუნიციპალიტეტს შორის განხორციელებული ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოექცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ადმინისტრაციული ცენტრი. შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მიზნით განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსამზადებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები, კერძოდ მოამზადა ახალი ადმინისტრაციული საზღვრების სქემატური რუკა და საზღვრების აღწერა, რომლის მიხედვითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადადის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც მოქცეულია ფრიდონ ხალვაშის გამზირსა, გრიგოლ რობაქიძისა და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩებს შორის. ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრის შემცირების ხარჯზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები ფართოვდება 555 482.0 მ2 ფართობით, რომლის პერიმეტრი 3089.0 გრძ/მეტრი.
გარდა ამისა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყო ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვა, კერძოდ სულ გამოიკითხა 246 მოქალაქე, რომლებიც უშუალოდ ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. გამოკითხულთა 91.463414% თანახმაა ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე.
დასახელებული ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის დადებითი წერილობითი პოზიცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცული საზღვრის შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმაა მოხდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის ი/მ მირიან თაფლაძის მიერ 10.09.2018 წელს მომზადებული ადმინისტრაციული საზღვრის სქემატური რუკის (გადასაცემი ფართობი 555 482.0 მ2; პარამეტრი 3089 გრძ/მეტრი)) შესაბამისად.
ეთხოვოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარეს შესაბამისი შუამდგომლობის სამთავრობო კომისიისათვის წარდგენა.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები