ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 15
თარიღი: 2019-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი“ ქვეპროგრამით „საცხოვრებელი სახლების მშენებლობა“ გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლით („ხელმისაწვდომი საცხოვრისით“) სარგებლობის კრიტერიუმები - დანართი N1 და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი - დანართი N2.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, წინამდებარე განკარგულებით დამტკიცებული კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის მიხედვით, უზრუნველყოს შემდგომი პროცედურების განხორციელება - დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღების, განხილვის, ბენეფიციართა შერჩევის და ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მარეგულირებელი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტების) პროექტის (პროექტების) მომზადება და უახლოეს პერიოდში საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

დანართი 1

დანართი 2

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები