2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმში, დაბა ჩაქვში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (მერი - ლაშა კომახიძე) განახორციელოს ქალაქ ბათუმში, დაბა ჩაქვში ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისათვის მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხების გაცემა - ჯამში 568365,00 (ხუთას სამოცდარვა ათას სამას სამოცდახუთი) ლარის ოდენობით, მათ შორის: თვითნებურად დაკავებულ (სულ 80849,00 კვ.მ. ) ერთ კვ.მ. მიწის ნაკვეთში 7 (შვიდი) ლარის, სულ 565943,00 (ხუთას სამოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდასამი) ლარის და მიწის ნაკვეთების აზომვის ღირებულების, სულ 2422,00 (ორი ათას ოთხას ოცდაორი) ლარის ოდენობით, წინამდებარე განკარგულებაზე თანდართული სიისა და სიტუაციური გეგმის მიხედვით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკომპანსაციო თანხების ჩარიცხვა განახორციელოს მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირების მიერ წაროდგენილ საბანკო ანგარიშებზე.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: