ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 22
თარიღი: 2012-12-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ

 

2012 წლის 25 იანვრის №01-10/429 წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პრივატიზების მიზნით ითხოვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ზუბალაშვილისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #05.21.33.002). ასევე, 2012 წლის 27 იანვრის №01-10/455 წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ითხოვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმ–მართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმი, დასახლება კახაბერში მდებარე  7 301 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #05.32.03.776) და ქ. ბათუმი, დასახლება კახაბერში მდებარე 9 106 კვმ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #05.32.04.706).

       გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრი-რებული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) ქ. ბათუმი, ზუბალაშვილისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე  1 566 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #05.21.33.002);

ბ) ქ. ბათუმი, დასახლება კახაბერში მდებარე 9 106 კვმ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #05.32.04.706);

გ) ქ. ბათუმი, დასახლება კახაბერში მდებარე 7 301 კვმ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #05.32.03.776);

2.  ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს (. ბოლქვაძე), უზრუნველყოს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.

3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: . ბათუმი, ზუბალაშვილის . #30) მისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს  . ბათუმის მერია.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.    

 

  

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                         გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები