ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 13
თარიღი: 2019-02-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, “ISUZU BOGDAN A092” მარკის ავტობუსი: სარეგისტრაციო ნომერი NPN094; საიდენტიფიკაციო ნომერი Y7BA092014B000364; გამოშვების წელი 2004; საბალანსო ღირებულება 700,00 (შვიდასი) ლარი, შემდგომში ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები