2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ და „დ.ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა „ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს, საკრებულოს თავმჯდომარესა და შპს „ფერტუნა მედია“-ს (შემდგომში შპს „ალმა“) შორის 2014 წლის 16 ივნისს დადებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ შეთანხმების დანართში მოცემულ, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრთა მოსაცდელების (პირველი ეტაპი) განთავსების 50 ადგილის (მისამართის) ჩამონათვალში ნაცვლად: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N51; ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ.N54-ის მიმდებარედ და ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩაზე (დელფინარიუმის მოპირდაპირედ განისაზღვროს: ჭავჭავაძის ქ.N2-ის მიმდებარედ; ჭავჭავაძის ქ. N54-ის მიმდებარედ და ლერმონტოვის ქ. N90.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა „ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებებში (2005 წლის 25 აგვისტოს და 2008 წლის 08 მაისის ხელშეკრულებებში) ცვლილების შეტანის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ალმა“-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს და 2017 წლის 05 ივლისს დადებულ შეთანხმებებში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ შეთანხმებების დანართში მოცემულ, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრთა მოსაცდელების (მეორე ეტაპი) განთავსების 50 ადგილის (მისამართის) ჩამონათვალში ნაცვლად: თამარ მეფის გზატკეცილი (ახალი რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ; ბაქოს ქუჩა (თევზის ბაზართან); ბაქოს ქუჩა (საკონტეინერო ტერმინალთან); ბაქოს ქუჩა (საკონტეინერო ტერმინალის მოპირდაპირედ); შავშეთის ქ.№18; აღმაშენებლის ქ.№13; აღმაშენებლის ქ.№21 (სავაჭრო ცენტრთან); კაჩინსკის ქუჩა (ახალი ბულვარის მოპირდაპირედ); აეროპორტის გზატკეცილის №230-ის მოპირდაპირედ; გონიოს ციხის მიმდებარედ და გონიოს ციხის მოპირდაპირედ განისაზღვროს: წერეთელის ქუჩაზე (პლაზას მიმდებარედ); გონიოს ციხის გვერდით (სასაფლაოსთან); გონიოს ციხის გვერდით (სასაფლაოს მოპირდაპირედ); ჭავჭავაძის და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთა; ქათამაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთა; მელიქიშვილის ქ.№22; მელიქიშვილის ქ.№61; კობალაძის ქ.№2; ლერმონტოვის ქ.№69-ის მიმდებარედ; ჯავახიშვილის ქ.№33 და ტბელ აბუსერიძის ქ.№33.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე