ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 10
თარიღი: 2019-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების შემდეგი დარგობრივი პოლიტიკის დოკუმენტები:

ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის განათლების პოლიტიკის დოკუმენტი (დანართი1);

ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი (დანართი 2);

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის დოკუმენტი (დანართი 3);

დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი (დანართი 4).

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს უზრუნველყონ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელება.

3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს უზრუნველყოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.

4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ ყველა სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მოთხოვნისთანავე, დადგენილი ფორმით (ელექტრონულად ან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო დოკუმენტალურად) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელების, განახლების, მასში ცვლილებების შეტანის, მისი შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, საჭირო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობის უზრუნველყოფა განხორციელების პროცესში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მმიაგრებული ფაილები:

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები