ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2019-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


„ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ


„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“-ს და „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის (შემდგომში განკარგულების პროექტი) მოსამზადებ¬ლად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს განკარგულების პროექტის მომზადება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი დასამტკიცებლად წარდგენა.

3. განკარგულების მომზადებისა და გამოცემისას გამოყენებულ იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.

4. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვროს განკარგულების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნე-ბიდან 20 დღის ვადაში. აღნიშნულის თაობაზე განმეორებით მიეთითოს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში.

5. განკარგულების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში განსახილველ საქმეზე გაიმართოს ზეპირი სხდომა.

6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად წინამ¬დებარე განკარგულების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენის მიზნით იგი გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში.

8. წინამდებარე განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები