ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 20
თარიღი: 2012-12-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

         

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

„ბათუმის სცენა“-ს დაფუძნების შესახებ

           

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის        მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჩ” ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი  კარის მეორე თავის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაფუძნდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის სცენა“.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა „არასამეწარმ­ეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის სცენა“ (შემდგომ ტექსტში – ბათუმის სცენა).

3. ბათუმის სცენა არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პი­რი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

4. ბათუმის სცენის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. ბათუმის სცენა შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 

6. ბათუმის სცენის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ №25, ბათუმის სცენის ელექტრონული ფოსტის მისამართია: Batumiscena@gmail.com.

7. ბათუმის სცენის მიზნებია:

ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ან საზოგადოების მიერ შეძენილი ტექ­ნი­კუ­რი საშუალებების მართვა;

ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისათვის შესაბამისი სასცენო მომსახურების გაწე­ვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციე­ლე­ბა, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების აღსრულება და მერის სხვა დავალებების შესრულება.

8. ბათუმის სცენის დამფუძნებელია თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი.

9. ბათუმის სცენის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვნულად ახორ­ცი­ელ­ებს და მის საქმიანობას ხელმძღვანელობას უწევს ბათუმის სცენის დირექტორი (შემ­დ­გ­ო­მში - დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლ­ებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო.

10. დირექტორი იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყ­ვ­ე­ტილებას ღებულობს ერთპიროვნულად.

11. ბათუმის სცენის დირექტორად დაინიშნოს ნოდარ ხრიკული (დაბადებული 07.09. 1976 . . თბილისი, მცხ: . თბილისი, დ-დ . პეტრიწის . №6, .№130, პირადი №01025013113).

12. ბათუმის სცენის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება თვითმმართველი              ქალ­ა­ქის - ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

13. ბათუმის სცენის საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქო­ნება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.

14. ბათუმის სცენის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საკუთრებაში არსებული ქონება მთლიანად ან მისი ნაწილი გაასხვისოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

15. ბათუმის სცენის დირექტორი უფლებამოსილია დასახული მიზნის მისაღწევად და­ამ­­ყა­­რ­ოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობები ქ. ბათუმის მერიის წარდგინების სა­ფუ­ძ­ველზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბა­მი­ს­ად.

16. ბათუმის სცენის დირექტორის და საზოგადოებასთან შრომით სამართლებრივ ურთ­ი­ე­რ­თ­ო­ბაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

17. ბათუმის სცენის ხარჯთაღრიცხვას ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ითანხ­მ­ებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

18. ბათუმის სცენის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით, რომ­ე­ლ­საც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო. წესდება დადას­ტურ­ე­ბუ­ლი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. წესდება მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე განკარ­გუ­ლ­ე­ბას.

19. ბათუმის სცენის საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური. 

20. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატმა განახორციელოს მეწარ­მე­თა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში ბათუმის სცენის რეგის­ტ­რა­ცია და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის­ძიე­ბ­ე­ბის გან­ხორციელება.

21. ბათუმის სცენის დირექტორმა დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად წარმო­ა­დ­გინოს საზოგადოების წესდების პროექტი.

22. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                      გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები