2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გარე ვაჭრობის თემატური გეგმის შესამუშავებლად გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გარე ვაჭრობის თემატური გეგმის შესამუშავებლად გეგმარებითი დავალება“, თანახმად დანართი 1-სა.
2. დამტკიცდეს გარე ვაჭრობის თემატური გეგმის მოქმედების არეალი, თანახმად დანართი 2-სა.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ¬თლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დად¬გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: