ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 4
თარიღი: 2019-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 3150,00 (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარის საერთო საბალანსო ღირებულების 3 ერთეული „ZONDA BUS“ მარკის ავტობუსი, შემდგომში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
1.1. სარეგისტრაციო ნომერი ASI956; საიდენტიფიკაციო ნომერი LYJD6CFB18W001810; გამოშვების წელი 2008; საბალანსო ღირებულება 1050,00 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარი;
1.2. სარეგისტრაციო ნომერი ASI948; საიდენტიფიკაციო ნომერი LYJD6CFB28W001802; გამოშვების წელი 2008; საბალანსო ღირებულება 1050,00 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარი;
1.3. სარეგისტრაციო ნომერი ASI950; საიდენტიფიკაციო ნომერი LYJD6CFB68W001804; გამოშვების წელი 2008; საბალანსო ღირებულება 1050,00 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარი.
2. ეთხოვოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ¬თლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები