ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 2
თარიღი: 2019-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანო¬ნის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №34 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხა“-ს  დაემატოს 37-57-ე პუნქტები (საპრივატიზებო ობიექტები), თანახმად დანართი 1-სა;

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების გეგმა“-ს, დაემატოს 37-57-ე პუნქტები (პრივატიზების გეგმაში შემავალი ობიექტები), თანახმად დანართი 2-სა;

გ) განკარგულების მე-21 პუნქტით დამტკიცებულ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, საპრივატიზებო მოძრავი ობიექტების ნუსხას დაემატოს მე-14 პუნქტი, თანახმად დანართი 3-სა;

დ)  განკარგულების მე-21 პუნქტით დამტკიცებულ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, მოძრავი ობიექტების პრივატიზების გეგმას დაემატოს მე-14 პუნქტი, თანახმად დანართი 4-სა.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. კომახიძე) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტების განკარგვის შესახებ და  განკარგულების შესრულების მიზნით დაევალოს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამარ¬თლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დად¬გენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 

საკრებულოს თავმჯდომარე                                სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები: 

დანართი 1

დანართი 2

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები