2025 წლის 22 ოქტომბერს ს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N1
2019 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპა-ლიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი 2019 წლისათვის განსახორციელებლი ინფრასტრუქტურული პროექტების თანდართული ჩამონათვალი.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბ-ლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით, საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაზე წარდგენა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე



ისტორია























