ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 84
თარიღი: 2018-12-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


მუნიციპალური პროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალი¬ტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №72 დადგენილებით გათვალისწინებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ.№1-ში არსებული 129,00 კვმ ფართის №11 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ბ“; მე-4 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5024.1042) შემდეგი მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე: ირინე კახიძე (პ/№61006045258), როინ კახიძე (პ/№61006005836), მალვინა კახიძე (პ/№61006076980), რამინი კახიძე (პ/№61006076989), მარიკა კახიძე (პ/№61306079797), მარეხი კახიძე (პ/№61806079798), მამუკა კახიძე (პ/№61706080581), მარიამ კახიძე (პ/№61352000281) და მაია კახიძე (პ/№61750016971).
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს ქ. ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ. №1-ში არსებული 129,00 კვმ ფართის №11 საცხოვრებელი ბინის (ბლოკი „ბ“; მე-4 სართული; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.051.01.5024.1042) სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 32 250 (ოცდათორმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგუ¬ლებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა“.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე           სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები