ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 56
თარიღი: 2011-11-09
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №56
2011 წლის 9 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი


„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. 
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010 წ. გვ: 2-4) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დებულების  მე-6 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. 
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყენებისთანავე.






საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                      გიორგი  კირთაძე 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები