2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნათელა გოგრაჭაძისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათელა გოგრაჭაძეს (პ.ნ.61007007877) უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N103-ში მდებარე 35,20 კვ.მ. ფართის ბინა N16ა (სადარბაზო 1, სართული 8; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.26.04.046.01.016ა) და საკუთრებაში გადასაცემი ბინის სარემონტო თანხა 1 კვ.მ.-ზე 250 ლარის ოდენობით, სულ 8800,00 (რვა ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ნათელა გოგრაჭაძის (პ.ნ.61007007877) სახელზე გასცეს შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობა.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე