2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის „ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 122-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის „ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების, ერთი წლის ვადით (დამატებით ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით), სარგებლობაში გადაცემის თაობაზე:
1.1. ქ. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში (აეროპორტის გზატკეცილი N55) მდებარე 572,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.32.01.628) განთავსებული 426,40 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან 292,0 კვ.მ. ფართი (I სართული);
1.2. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ გონიოში (ქ. ბათუმი, აფსაროსის ქ. მე-3 შესახვევი N2) 578,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 192,66 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდი №05.36.24.309.01.500).
2. წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების (ორი ობიექტი) წლიური სარგებლობის საფასური (სიმბოლური) განისაზღვროს 1000,0 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4 . წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე