2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061-ე მუხლის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყე-ნებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ (შეთანხმებულ) იქნეს „ქ. ბათუმის სივრცით-ტერიტორიული და-გეგ¬მვისა და განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია, დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, უზრუნველყოს კონკურ-სის ჩატარება ქალაქ ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე