ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 77
თარიღი: 2018-12-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №77
2018 წლის 27 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებუ¬ლოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო.

მუხლი 2.
დამტკიცდეს ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება, დანართის შესაბამისად.

მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე    სულიკო თებიძე

 

 

 

 

 

დანართი

დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
2018 წლის 27 დეკემბერი, №77

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო

I. ზოგადი დებულებანი


მუხლი 1.
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, სხვა ნორმატული აქტებითა და ამ დებულებით.
3. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა.
4. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.

II.საბჭოს ძირითადი ამოცანები


მუხლი 2.

1. საბჭოს ძირითადი მიზნები და ამოცანები.
მიზნები:
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა;
გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა;

ამოცანები:
ა) შეიმუშაოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საბჭოს სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულება/მონიტორინგი;
ბ) საბჭომ განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში);
გ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება;
ვ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა;
ზ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საბჭო:
ა) იქმნება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების აღიარებიდან ორი თვის ვადაში და უქმდება უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე;
ბ) უფლებამოსილია საკრებულოს თავჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინოს საკრებულო გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებში;
გ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

 

 

III. საბჭოს სტრუქტურა

მუხლი 3.
1. საბჭოს თავმჯდომარეს და მდივანს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, განკარგულებით.
2. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე;
3. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა;
4. საბჭოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის დავალებებს.

მუხლი 4.
1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან/და საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3.
2. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს სხდომის დღედ განსაზღვრულია ყოველი თვის პირველი ოთხშაბათი, დრო - 16.00 საათი, თუსხდომის მოწვევის შესახებ სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს.
6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსათვის წარსადგენად.
7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 5.
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები