2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
დავით ქიქავას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“-ს დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“-ს დირექტორი დავით ქიქავა (დაბადებული 06.03.1976 წ., თბილისში, მცხოვრები მისამართზე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №20 ბ. №19, პირადი №61002001920) განთავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატმა (ლ. დიასამიძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასა–მართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე