ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 75
თარიღი: 2018-12-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №
2018 წლის 27 დეკემბერი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge, 16/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.132.016030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2021 წლის 1 იანვრამდე;
ა.ბ) წყლის მიწოდებისა და წყალარინების საქმიანობის სფეროში გამოყენებული, ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2021 წლის 1 იანვრამდე;
ა.გ) საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში გამოყენებული, ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2021 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე                              სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები