ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 74
თარიღი: 2018-12-14
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N74


„სახელმწიფო და თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №241 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „სახელმწიფო და თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თვითმმართველ ქ. ბათუმზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №241 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მრავალბინიანი (მრავალსართულიანი) საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მიზნით განკარგვისას, ხელშეკრულების მხარის მიერ საკონკურსო/სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესრულების დადასტურების და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი საცხოვრებელი ბინების მიღება-ჩაბარების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
კ ო მ ი ს ი ი ს წ ე ვ რ ე ბ ი :
გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი;
დ) ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს დირექტორი;
ე) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი;
ვ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
ზ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.“.
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ხელშეკრულების მხარის მიერ საკონკურსო/სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების სრულად და ჯეროვნად შესრულების განსასაზღვრავად დაევალოთ:
ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსს (როგორც კომისიის წევრს), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე კომისიას წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საკონკურსო/სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესახებ, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს კონკურსის/აუქციონის გამოცხადების, საკონკურსო/სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების, კონკურსში/აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტზე საკუთრების უფლებით გადმოსაცემი ფართის პროცენტის, მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის გადახდის მდგომარეობისა და სხვა აუცილებელი საკითხების შესახებ;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს (როგორც კომისიის წევრს), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მხარის მიერ განხორციელებული მშენებლობის შესახებ, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს სამშენებლო პროცედურების გავლის, სამშენებლო პროექტის მიხედვით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კომპლექსის) საერთო ფართის, საცხოვრებელი ფართის და აღნიშნულის გათვალისწინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი ფართის ოდენობის და სხვა აუცილებელი საკითხების შესახებ. წერილობით ინფორმაციაში უნდა მიეთითოს ასევე გადმოსაცემი ბინების მდგომარეობის (გარდა კომუნიკაციების მდგომარეობისა) შესაბამისობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან;
გ) ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს დირექტორს (როგორც კომისიის წევრს), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია გადმოსაცემი ბინების კომუნიკაციების მდგომარეობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, ასევე, საცხოვრებელი ბინებისა და საცხოვრებელი სახლის (კომპლექსის) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობითი მდგომარეობის და სხვა აუცილებელი საკითხების შესახებ;
დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს (როგორც კომისიის წევრს), უზრუნველყოს გადმოსაცემი ბინების საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღსაღრიცხად, ასევე, ხელშეკრულების მხარისაგან ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად (რა დროსაც ეფუძვნება წინამდებარე განკარგულების მიხედვით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში კომისიის სხვა წევრების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას) შესასრულებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ე) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსს (როგორც კომისიის წევრს), უზრუნველყოს გადმოცემული ბინების საჯარო რეესტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისათვის, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს - მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ უზრუნველყოს ქონების ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე აყვანა.“.
დ) განკარგულების მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე     სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები