ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 73
თარიღი: 2018-11-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N73


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წინამდებარე განკარგულების დანართში მითითებული, 5250,0 (ხუთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის საერთო საბალანსო ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები - ავტობუსები, შემდგომში ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
2. ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-ს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 



ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე             სულიკო თებიძე

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:
დანართი 1

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები