2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №71
2018 წლის 30 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 30/06/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016316) დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის 1-ლი წინადადების „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საკრებულოს სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მოვლა და დაცვა. საკრებულოს საქმიანობისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სათანადო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის მისი მიწოდების ორგანიზება;
პ) საკრებულოს საქმიანობისათვის ხარჯების დაგეგმვა, საკრებულოს საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის მათი მიწოდების ორგანიზება;“.
ბ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე