ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 70
თარიღი: 2018-11-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №70
2018 წლის 30 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.132.016230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-IV1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო

მუხლი 261. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო.
2. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე      სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები