2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“
წესდების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ თანდართული წესდება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს განკარგულება
2012 წლის 31 იანვარი, #17
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“
წ ე ს დ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სატრანსპორტო ინფარსტრუქტურის მართვის სააგენტო“ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ,,სატრანსპორტო ინფარსტრუქტურის მართვის სააგენტო“ (შემდგომ ტექსტში – სააგენტო).
3. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
4. სააგენტოს ელექტრონული მისამართია: transportis.saagento@gmail.com
მუხლი 2. სააგენტოს სტატუსი:
1. სააგენტო არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
2. სააგენტოს უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციის მომენტიდან.
3. სააგენტო შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
5. სააგენტო კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში და არბიტრაჟში, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, შტამპი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში სააგენტო ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წინაშე, რომელიც ახორციელებს დამფუძნებლის უფლებამოსილებებს.
თავი II. საქმიანობის საგანი
მუხლი 3. სააგენტოს ძირითადი მიზანი და ფუნქციები:
სააგენტოს ძირითადი მიზანი და ფუნქციაა:
ა) პარკირების წესის დანერგვა, დაცვა და განვითარება;
ბ) ქუჩებში და საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და მოწყობის შესახებ (პარკირების ადგილის დახაზვა, საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვა) შესაბამისი წინადადების შემუშავება და დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობა;
დ) ფასიანი პარკირების სისტემის დანერგვა, საფასურის ოდენობაზე წინადადების შემუშავება, დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული საფასურის ამოღების ორგანიზება;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის წესების შემუშავება და დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) ადგილობრივი რეგულარული გადაყვანის მარშრუტის დადგენისას მარშრუტზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილების მოწესრიგება, შესაბამისი საგზაო ნიშნით ან/და მონიშვნის ხაზით, მგზავრთა მოსაცდელებით აღჭურვა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
ზ) შუქნიშნების, ვიდეოკამერების და სხვა საგზაო ნიშნების განთავსების გეგმის შემუშავება, ასევე მათი განთავსება;
თ) შუქნიშნების, ვიდეოკამერების და სხვა საგზაო ნიშნების მოვლა-პატრონობა;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მონიშვნის ნიშნების სამუშაოების შესრულება;
კ) ელექტრონული საინფორმაციო დაფების განლაგების დაგეგმარება, განლაგება და მართვა;
ლ) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;
მ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის მომზადება და დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ნ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის მომზადება;
ო) სხვა ამოცანებისა და მიზნების შესრულება, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების აღსრულება და მერის სხვა დავალებების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. სააგენტოს უფლებები და ვალდებულებები:
1. სააგენტო დაკისრებული ვალდებულებებისა და ამოცანების განსახორციელებლად უფლება აქვს:
ა) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებები, აგრეთვე, განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან; მათ შორის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირებთან;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობა; ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
გ) დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
დ) შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული სარგოს ოდენობის შესაბამისად;
ე) განსაზღვროს დაწესებულების ხარჯთაღრიცხვა ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. სააგენტო ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თავი III. სააგენტოს მართვა და კომპეტენცია
მუხლი 5. სააგენტოს მართვა:
1. სააგენტოს მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდების შესაბამისად.
2. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ერთპიროვნულად ეკისრება დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
4. სააგენტოს დირექტორს ყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
5. დირექტორის მოადგილე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დროებით ასრულებს დირექტორის მოვალეობას დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის (დროებითი შრომისუუნარობის გამო), ადგილზე არყოფნის, თანამდებობიდან გადადგომის ან/და განთავისუფლებისას ან სხვა საფუძვლის არსებობისას დირექტორისათვის შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების დროს.
6. დირექტორის მოადგილის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
7. სააგენტოს საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახური.
მუხლი 6. სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილება:
1. დირექტორი:
ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს დაწესებულების საქმიანობას, მოქმედებს დაწესებულების სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;
ბ) იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს ერთპიროვნულად, გარდა იმ საკითხებისა, რომელიც საჭიროებს დამფუძნებელთან შეთანხმებას;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ წესდებისა და დაწესებულების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
დ) პერსონალურად პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობის სწორად წარმართვაზე, დაწესებულების ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ე) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაწესებულების ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ვ) უფლებამოსილია დასახული მიზნების მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის აღმასრულებლი ორგანოს მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად;
ზ) უფლებამოსილია შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს ქალაქ ბათუმის აღმასრულებლი ორგანოს მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესაბამისად;
თ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების თანამშრომლებს;
ი) ანაწილებს ფუნქციებს დაწესებულების თანამშრომლებს შორის (რაზედაც გამოსცემს ბრძანებას), აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დაწესებულების ზედამხედველობას თანამშრომლების საქმიანობაზე, მართავს თათბირებს, პერიოდულად ისმენს ანგარიშს თანამშრომელთა საქმიანობის შედეგების თაობაზე, დაწესებულების სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას დაწესებულების თანამშრომლებსა და სხვა პირებზე.
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დაწესებულების თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) უფლებამოსილია დაწესებულების სახელით გახსნას და დახუროს საბანკო ანგარიშები, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან ათანხმებს დაწესებულების ხარჯთაღრიცხვას;
ნ) ადგენს და ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბალანსს;
ო) ამტკიცებს დაწესებულების თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს;
პ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, თანამშრომელთა და დამსვენებლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
ჟ) ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს დაწესებულების ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
რ) ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების წინაშე;
ს) ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებს წარუდგენს დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტს, წინადადებებს დაწესებულების საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ წესდებით და მათ შესაბამისად მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით, დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ჯგუფები, კომისიები და უხელმძღვანელოს მას.
თავი IV. სტრუქტურა
მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურა:
1. სააგენტოს შემადგენლობაში სტრუქტურულად შედის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, იურისტი, საინფორმაციო–პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრი, მონიტორინგის განყოფილება, სამეურნეო განყოფილება, დაგეგმვისა და სამუშაოთა წარმოების განყოფილება.
2. სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი თანამშრომლების რაოდენობა (გარდა დირექტორისა და დირექტორის მოადგილისა) და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით.
თავი V. ქონება
მუხლი 8. სააგენტოს ქონება:
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე დაწესებულების ფუნქციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება.
3. სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას:
სააგენტოს შეუძლია მხოლოდ დამფუძნებლის თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა;
ბ) გადაცემული ქონების გასხვისება;
გ) გადაცემული ქონების იჯარით გაცემა;
დ) სესხის აღება;
ე) თავდებობა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
თავი VI. ფინანსები
მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები:
1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი შემოწირულობები, გრანტები;
გ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სააგენტოს მიერ სხვა იურიდიული, თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული მომსახურების შედეგად;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სააგენტოს ნებისმიერი შემოსავალი უნდა მოხმარდეს მხოლოდ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. დაწესებულების სახსრების სხვაგვარად გამოყენება დაუშვებელია.
თავი VII. საქმიანობის კონტროლი
მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი:
1. სააგენტოს საქმიანობის საერთო კონტროლს ახორციელებს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოები.
2. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი მოიცავს დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სააგენტოს საქმიანობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოები ნიშნავს აუდიტორს.
4. სააგენტოს საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 12. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია:
1. სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულო.
2. სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.