2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქალაქ ბათუმში, დ. თავდადებულის ქ.№7 / რუსთაველის ქ.№17-ში მდებარე სახლზე ღვაწლმოსილი არქიტექტორის, ბოგდან კირაკოსიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფის განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმში, დ. თავდადებულის ქ.№7 / რუსთაველის ქ.№17-ში მდებარე სახლზე ღვაწლმოსილი არქიტექტორის, ბოგდან კირაკოსიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად განთავსდეს მემორიალური დაფა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ-განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმებული პროექტის (ესკიზის) მიხედვით.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებული მემორიალური დაფის განთავსებას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ბოგდან კირაკოსიანის ოჯახი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე