ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 66
თარიღი: 2018-10-31
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №66
2018 წლის 31 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :


მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 30/06/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016316) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული განყოფილება;
ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
გ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე               სულიკო თებიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები