2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №05/43
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ღია კარის“ სხდომის მოწვევის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონისა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა მოწვეულ იქნეს 2018 წლის 19 ოქტომბერს, დღის 11 საათისათვის.
2. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა გაიმართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, ლუკა ასათიანის სახელობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.№25, მეორე სართული).
3. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოს შემდეგი ორგანიზაციული საკითხების გატარება:
ა) მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია და გამომსვლელთა სიის შედგენა;
ბ) საკრებულოს წევრთა გაფრთხილება სხდომის გამართვის თაობაზე, წინამდებარე ბრძანების საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომ ადგილას და საკრებულოს ვებ-გვერდზე (batumicc.ge) განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: