2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №65
2018 წლის 28 სექტემბერი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“-ს 23-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმა, დანართის შესაბამისად.
2. ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განსათავსებელი ობიექტის მოცულობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 28 სართულისა.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე