ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 67
თარიღი: 2018-08-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით ნებართვის გაცემის და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახე


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კო-დექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის პირველი პუნქტის, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის“ მე-12 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის ჩატარებისათვის შექმნილი კომისიის 2018 წლის 22 აგვისტოს სხდომის შემაჯამებელი ოქმი N3.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგების საფუძველზე, სამარშრუტო ხაზების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი ნებართვის მაძიებლები:

ა) შპს „ჯორჯიანტრანსი“ - ს/კ 445409932
სამარშრუტო ხაზი N24
სამარშრუტო ხაზი N25
სამარშრუტო ხაზი N44
სამარშრუტო ხაზი N45
სამარშრუტო ხაზი N46

ბ) შპს „ავტო ტრანსი“ - ს/კ 445538133
სამარშრუტო ხაზი N32
სამარშრუტო ხაზი N52

გ) შპს „მწვანე შუქი“ - ს/კ 245525383
სამარშრუტო ხაზი N28
სამარშრუტო ხაზი N29

დ) შპს „ავტომობილისტი 42“ - ს/კ 445497677
სამარშრუტო ხაზი N42
სამარშრუტო ხაზი N47

ე) სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ ს/კ 248383912
სამარშრუტო ხაზი N30

ვ) შპს „აჭარტრანსრეგულირება“ - ს/კ 248431889
სამარშრუტო ხაზი N20
სამარშრუტო ხაზი N21
სამარშრუტო ხაზი N31
სამარშრუტო ხაზი N33
სამარშრუტო ხაზი N34
სამარშრუტო ხაზი N36
სამარშრუტო ხაზი N39
სამარშრუტო ხაზი N40
სამარშრუტო ხაზი N49
სამარშრუტო ხაზი N56

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებლებმა: შპს „ჯორჯიანტრანსი“ (ს/კ 445409932), შპს „ავტო ტრანსი“ (ს/კ 445538133), შპს „მწვანე შუქი“ (ს/კ 245525383), შპს „ავტომობილისტი 42“ (ს/კ 445497677), სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ (ს/კ 248383912) და შპს „აჭარტრანსრეგულირება“ (ს/კ 248431889) სანებართვო მოწმობების მიღების და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არაუგვიანეს 30 დღის ვადაში უზრუნველყონ სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით და მგზავრობის ტარიფის გადახდის ელექტრონული აღმრიცხვე¬ლი საშუალებებით აღჭურვა.
4. განკარგულების მე-2 მუხლში მითითებულ გამარჯვებულ ნებართვის მაძიებლებზე: შპს „ჯორჯიანტრანსი“ (ს/კ 445409932), შპს „ავტო ტრანსი“ (ს/კ 445538133), შპს „მწვანე შუქი“ (ს/კ 245525383), შპს „ავტომობილისტი 42“ (ს/კ 445497677), სპს „ირაკლი ჩავლეიშვილი“ (ს/კ 248383912), შპს „აჭარტრანსრეგულირება“ (ს/კ 248431889) გაიცეს ნებართვა და გაფორმდეს ხელშეკრულება 2018 წლის 7 სექტემბრიდან.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 

დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები