ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 63
თარიღი: 2018-08-31
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №63
2018 წლის 31 აგვისტო
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats¬ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016391) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების სქემა, მარშრუტის სიგრძე, M2 კატეგორიის ავტობუსების ყოველდღიური რაოდენობა და მოძრაობის ინტერვალი, თანახმად 1-22 დანართისა“.

ბ) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №1-22 დანართები ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე    სულიკო თებიძე

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

დანართი 1 – სამარშრუტო ხაზი N20

დანართი 2 - სამარშრუტო ხაზი N21

დანართი 3 – სამარშრუტო ხაზი N24

დანართი 4 – სამარშრუტო ხაზი N25

დანართი 5 – სამარშრუტო ხაზი N28

დანართი 6 – სამარშრუტო ხაზი N29

დანართი 7 – სამარშრუტო ხაზი N30

დანართი 8 – სამარშრუტო ხაზი N31

დანართი 9 – სამარშრუტო ხაზი N32

დანართი 10 – სამარშრუტო ხაზი N33

დანართი 11 – სამარშრუტო ხაზი N34

დანართი 12 – სამარშრუტო ხაზი N36

დანართი 13 – სამარშრუტო ხაზი N39

დანართი 14 – სამარშრუტო ხაზი N40

დანართი 15 – სამარშრუტო ხაზი N42

დანართი 16 – სამარშრუტო ხაზი N44

დანართი 17 – სამარშრუტო ხაზი N45

დანართი 18 – სამარშრუტო ხაზი N46

დანართი 19 – სამარშრუტო ხაზი N47

დანართი 20 – სამარშრუტო ხაზი N49

დანართი 21 – სამარშრუტო ხაზი N52

დანართი 22 – სამარშრუტო ხაზი N56

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები