2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
განკარგულება - 65
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით შენობა-ნაგებობის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყოს ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობა, მდებარე ქალაქ ბათუ- მის ბულვარში.
2. ამ განკარგულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შენობაში საარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ შენობაში განსახორციელებელ (ჩასატარებელ) კულტურულ და სხვა ღონისძიებებს, რისთვისაც N79-ე ბათუმის საოლქო- საარჩევნო კომისიას და საზაფხულო თეატრის ადმინისტრაციას ეთხოვოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთკო-ორდინირებული საქმიანობა.
3. წინამდებარე განკარგულების შესახებ ეცნობოს N79-ე ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სულიკო თებიძე
საკრებულოს თავმჯდომარე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო