ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 64
თარიღი: 2018-08-09
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

განკარგულება - 64

დიდი ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლის ძეგლის (ქანდაკების) განთავსების ადგილის განსაზღვრის შესახებ


„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დიდი ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლის ძეგლის (ქანდაკების) განთავსების ადგილად განისაზღვროს ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაში არსებული წრიული.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:ა) წინამდებარე განკარგულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საჭირო მოსამზადებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და საფინანსო ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის ძეგლის პროექტის (ესკიზის) შერჩევა (შესყიდვა) და მასალების მომზადება საქართველოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან მისი შეთანხმების მიზნით;
ბ) ძეგლის (ქანდაკების) განთავსებამდე წინამდებარე განკარგულების 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ადგილის ძეგლის (ქანდაკების) განთავსებასთან დაკავშირებით შესაბამისი საინფორმაციო დაფის (ან/და მემორიალის) მოწყობა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


სულიკო თებიძე
საკრებულოს თავმჯდომარე
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები