ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 55
თარიღი: 2018-07-27
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №25 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/05/2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : “.
ბ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა განიხილება სანებართვო პირობების დარღვევად და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, მოახდინოს მშენებლობის დამკვეთის (უფლებამონაცვლის) მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“.

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე  - სულიკო თებიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები